ავტორი:

აუცილებელია თუ არა ბავშვებს სიმართლე ვუთხრათ სანტა კლაუსის შესახებ და როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ძალიან ძვირიან საჩუქრებს ითხოვს

აუცილებელია თუ არა ბავშვებს სიმართლე ვუთხრათ სანტა კლაუსის შესახებ და როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ძალიან ძვირიან საჩუქრებს ითხოვს

აუცილებელია თუ არა ბავშვებს სიმართლე ვუთხრათსანტა კლაუსის შესახებ, რატომ არის ზღაპრების რწმენა განვითარებისთვის კარგი და რა უნდა გავაკეთოთ, თუ ბავშვი ძალიან ძვირიან საჩუქარს ითხოვს. ეს კითხვები ბევრ მშობელს აწუხებს და ვეცდებით რამდენიმე რჩევით დაგეხმაროთ.

  • ათი წლის ბავშვებს არ სჯერათ თოვლის ბაბუის, მაგრამ საჩუქრებს მაინც ელოდებიან.

აღზრდაში არ არსებობს ერთი სტანდარტული წესი იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს ან არ აუნდა გააკეთოს მშობელმა. ეს ყველაფერი ოჯახზე და მის ღირებულებებზეა დამოკიდებული. იგივე ითქმის საახალწლო ტრადიციების აღნიშვნაზე. არის ოჯახები, სადაც თოვლის ბაბუის არსებობას არ აღიარებენ. არის ოჯახები, სადაც პირიქით, ყოველმხრივ მხარს უჭერენ საახალწლო ლეგენდას - ამზადებენ საახალწლო კალენდრებს, წერილებს წერენ თოვლის ბაბუას. და ორივე ეს ვარიანტი აბსოლუტურად ნორმალურია.

გარკვეულ ასაკამდე ბავშვებს არ შეუძლიათ რეალობის და გამოგონილის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ზღაპარიც მათთვის რეალობის ნაწილია.

მაგრამ ბავშვები იზრდებიან და თანდათან სწავლობენ გარესამყაროს, ამიტომ ყველაფერი მშობლებზე აღარ არის დამოკიდებული. არ შეგვიძლია ბავშვი სამუდამოდ განვითარების ერთ ეტაპზე ვამყოფოთ. ამიტომ, ვაკვირდებით, რა კითხვებს სვამს, საერთოდ უჩნდება თუ არა კითხვები, ვინ არის თოვლის ბაბუა.

თუ ბავშვი უკვე გაიზარდა და ესმის, რომ სხვა ბავშვებს ნამდვილად არ სჯერათ თოვლის ბაბუის. ან თავად იწყებს იმის გარკვევას, რომ ზღაპრის პერსონაჟი სხვაა და რეალობა - სხვა, თუ ზრდის ეს ბუნებრივი პროცესი დაიწყო, მაშინ აზრი არ აქვს ამის დამუხრუჭებას და ბავშვის დარწმუნებას, რომ მას რაღაც ეშლება და თოვლის ბაბუა მაინც არსებობს.

  • ძნელი წარმოსადგენია ათი წლის ბავშვი, რომელსაც 100 პროცენტით სჯერა თოვლის პაპის ზღაპრის. თანამედროვე ბავშვები სწრაფად ვითარდებიან.

კი, სიხარულით ეძებენ ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრებს, მაგრამ უკვე ხვდებიან, რომ მშობლებმა უყიდეს ისინი და არა კეთილმა ბაბუამ, რომელიც ციგით მოფრინდა და ფანჯრიდან შეიპარა.

ამიტომ, არც ის არის საჭირო, სპეციალურად დაუჯდეთ და მიახალოთ „მთელი სიმართლე“. ბავშვები იზრდებიან და ყველაფერს თავად ხვდებიან.

  • ესაუბრეთ თქვენს შვილს რეალობაზეხდება ისე, რომ პატარა ბავშვი, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა საახალწლო სასწაულის, ერთ-ერთმა მეგობარმა ან ახლობელმა უდროო დროს "განათლა".

ამ შემთხვეაში მნიშვნელოვანია, რომ არ შეურაცხყოთ ბავშვის გრძნობები და მხარი დაუჭიროთ მას. მიეცით საშუალება იმედგაცრუებას გაუმკლავდეს. მან უნდა იცოდეს, რომ მშობლებს ესმით მისი, არ განსჯიან და არ იცინიან გრძნობებს. განაგრძეთ კითხვა