ავტორი:

"ორბანს ველაპარაკე მაქსიმალურად გულახდილად" - რა თქვა ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერთან საუბარზე?

"ორბანს ველაპარაკე მაქსიმალურად გულახდილად" - რა თქვა ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერთან საუბარზე?

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან არგენტინაში ხანმოკლე დიალოგი გამართა, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

მათი ინფორმაციით, ვიდეოტრანსლაციის დროს კადრებში ჩანდა, რომ ზელენსკი და ორბანი აქტიურად განიხილავდნენ რაღაცას, მაგრამ მათი საუბრის ხმა არ ისმოდა და შესაბამისად, შინაარსიც უცნობია.

ორი ლიდერის შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არც უნგრულ და არც უკრაინულ მხარეს არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვიქტორ ორბანი არგენტინაში პრეზიდენტ ხავიერ მილეის ინაუგურაციას დაესწრნენ.

მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკლედ აღწერა თავისი საუბარი ვიქტორ ორბანთან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას..

"უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს ველაპარაკე მაქსიმალურად გულახდილად, რა თქმა უნდა, ჩვენს ევროპულ საქმეებზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა".

იხილეთ ასევე: