ავტორი:

"ნიკა მელიას განვიხილავ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს" - მამუკა ხაზარაძე

"ნიკა მელიას განვიხილავ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს" - მამუკა ხაზარაძე

ტყუილის ჭაობში ვართ და ეს კვლევებშიც აისახება, - ამის შესახებ "ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ტყუილით არის გაჯერებული და ამაში დიდ როლს სხვადასხვა პოლიტიკოსი ასრულებს.

"ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც 30 წლის ქართულმა პოლიტიკამ და პოლიტიკოსებმა შექმნეს. თავდაპირველად, ეს არის ტყუილი, რომლითაც გაჯერებულია ჩვენი საზოგადოება და რომელშიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ სხვადახვა დროის და პარტიის პოლიტიკოსები. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე ვესაუბროთ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ ამ ჭაობიდან გამოვიდეთ. ჩვენ ვართ ტყუილის ჭაობში და შესაბამისად, ეს კვლევებშიც აისახება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელიას მიერ ახალი პარტიის ჩამოყალიბების გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს.

"მე მინდა ნიკა მელიას წარმატება ვუსურვო და ყველა იმ ადამიანს, ვინც ებრძვის აი, ამ რეჟიმს, რუსულ პოლიტიკას, რუსულ ხელისუფლებას საქართველოში. იცით, რომ ნიკასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჯერ კონკრეტული არანაირი გეგმა არ გვაქვს, მაგრამ მე მას, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს განვიხილავ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.