ავტორი:

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა და აშშ-ის თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა და თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტს აშშ-ის თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინთან ერთად ეწვია.

თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში ლოიდ ოსტინის შემდეგ, სიტყვით ზელენსკი გამოვიდა. მან აშშ-ის თავდაცვის მდივანს მხარდაჭერისთვის და ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.

„უკრაინა თავისუფლების წინააღმდეგ ომში პირველი ფრონტია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესა და სენატორებს შეხვდება.