ავტორი:

"მნიშვნელოვანია პუტინს ვუთხრათ, რომ უკრაინის მხარდაჭერის შემცირების იმედად ნუ იქნება" - ოლაფ შოლცი

"მნიშვნელოვანია პუტინს ვუთხრათ, რომ უკრაინის მხარდაჭერის შემცირების იმედად ნუ იქნება" - ოლაფ შოლცი

მნიშვნელოვანია უკრაინას მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ, რომ მას შეუძლია ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ, განსაკუთრებით ამ სიტუაციაში, ჩვენ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ უკრაინას მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ, რომ მას შეუძლია ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდეს“, - თქვა ოლაფ შოლცმა.

შოლცმა აღნიშნა, რომ პუტინს უკრაინის მიმართ მხარდაჭერის შემცირების იმედი აქვს.

"მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა, თუ ჩვენ მას ვეტყოდით, რომ ამის იმედად ნუ იქნებოდა, რადგან ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.