ავტორი:

ქობულეთში მოზარდის მიერ ნასროლი პიროტექნიკა ბენზინის ავზში ჩავარდა, რასაც აფეთქება მოჰყვა - როგორია დაშავებულის მდგომარეობა

ქობულეთში მოზარდის მიერ ნასროლი პიროტექნიკა ბენზინის ავზში ჩავარდა, რასაც აფეთქება მოჰყვა - როგორია დაშავებულის მდგომარეობა

ქობულეთში, ერთ-ერთ სოფელში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 12 წლამდე ბავშვი მძიმედ დაშავდა.

როგორც ადგილობრივებმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადეს, მოზარდს სხეულზე დამწვრობა აღენიშნება, დაშავებული ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

არსებული ინფორმაციით, მოზარდის მიერ ნასროლი პიროტექნიკა ბენზინის ავზში ჩავარდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.