ავტორი:

"რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვაგდეთ" - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

"რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვაგდეთ" - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქში უკრაინული, "ტოჩკა-უ“ ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს.

"დღეს აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე "ტოჩკა-უ“ ტიპის ტაქტიკური რაკეტის გამოყენებით. უკრაინული რაკეტა განადგურდა საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ბელგოროდის ოლქში,“- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის შუა რიცხვებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ბელგოროდის ერთ-ერთ დასახლებაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც შვიდი სახლი, სამი ავტომობილი და ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა.