ავტორი:

რუსული ავიაკომპანიებით ფრენა სულ უფრო საშიში ხდება - მთვრალი მფრინავები, პილოტის ყალბი მოწმობები და ჰაერში გადმოკიდებული 70-ტონიანი ჯართი

რუსული ავიაკომპანიებით ფრენა სულ უფრო საშიში ხდება - მთვრალი მფრინავები, პილოტის ყალბი მოწმობები და ჰაერში გადმოკიდებული 70-ტონიანი ჯართი
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

დეკემბერს ჩვენს სამეზობლოში, აზერბაიჯანის დედაქალაქის - ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას "აეროფლოტის“ "ბოინგ-737-800“-სი ბეწვზე გადაურჩა ავიაკატასტროფას - ეკიპაჟის მოქმედების მიუხედავად, ფრთასხმულობის მექანიზმი არ გადავიდა დაშვების რეჟიმში, რამაც უკიდურესად სახიფათო გახადა 70-ტონიანი სამგზავრო ლაინერის დაჯდომა ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე...

დღე-ღამეში მთელ მსოფლიოში ათი ათასობით სამგზავრო რეისი სრულდება და ასეთი ან კიდევ უარესი საავიაციო შემთხვევების სრული გამორიცხვა შეუძლებელია, ამიტომაც ცნობილი რუსული ავიაკომპანიის - "აეროფლოტის“ ამ "ბოინგის“ სახიფათო დაშვებაც ბაქოს აეროპორტში, თითქოს არ უნდა გამხდარიყო განსაკუთრებული მსჯელობის საგანი, მაგრამ...

2023 წლის 12 სექტემბერს "ურალის ავიახაზების“ "ეირბას-320“-ის ჰიდრავლიკური სისტემიდან სითხის გაჟონვის შემდეგ ნოვოსიბირსკთან მინდორში ავარიული დაშვება - თავდაპირველად გმირებად გამოცხადებულ ეკიპაჟის ორივე წევრს ახლა ავიაკომპანია გაგდებას უპირებს - თვითმფრინავის ავარიული დაშვება აეროპორტშიც იყო შესაძლებელი, მაგრამ პილოტებმა დარჩენილი საწვავის მარაგი არასწორად გათვალეს და მინდორში მოუწიათ დაშვებამ...

...მაგრამ ის, რომ ამ ზამთრის დაწყებიდან სულ რაღაც ათიოდე დღეში, 1-ელიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირირებული საავიაციო კომპანიების სამგზავრო და სატვირთო ლაინერებთან დაკავშირებით არანაკლებ... 42(!) საავიაციო ინციდენტი დაფიქსირდა...

  • 1 - ლი დეკემბერი - 5 საავიაციო შემთხვევა

ნოვოსიბირსკიდან აფრენილ, რუსული ავიაკომპანია "ირაეროს“ კუთვნილ, ასევე რუსული წარმოების "სუპერჯეტ 100“-ს დაუფიქსირდა ფრთაწინებისა და ფრთაუკანების მექანიზმების მწყობრიდან გამოსვლა, რის შემდეგაც გაითიშა ავტოპილოტიც.

სოჭში დაშვებისას "ურალის ავიახაზების“ "ეირბას-321“-ს გაეთიშა ერთი ჰიდროსისტემა.

კალინინგრადში დაშვებისას ისევ "ურალის ავიახაზების“ ისევ "ეირბას-321“-ის მართვის ორგანოების ხელსაწყოები მწყობრიდან გამოვიდა.

  • 2 დეკემბერი - 3 საავიაციო შემთხვევა

სანქტ-პეტერბურგიდან მოსკოვში მფრენ "აეროფლოტის“ "ეირბას-321“-ს მარცხენა ტურბორეაქტიული ძრავა გაეთიშა.

მოსკოვიდან ერევნისკენ გაფრენილი "აეროფლოტის“ ბოინგ-737“-ი უკან მოაბრუნეს, რადგან... სალონის ერთ-ერთი კარი გაიღო.

  • 3 დეკემბერი - 6 საავიაციო შემთხვევა

ყაზანიდან მოსკოვში დაშვებულ "აეროფლოტის“ "ეირბას-320“-ს დაუფიქსირდა მარჯვენა ძრავის სახიფათო ვიბრაცია.

ირკუტსკის აეროპორტში დაჯდომისას "ირაეროს“ "ან-26ბ“-ს... წინა შასი დაეკეცა.

  • 4 დეკემბერი - 4 საავიაციო შემთხვევა

ამ დღეს რუსული ავიაკომპანიების ოთხი რეისი შეწყდა აფრენამდე, სხვადასხვა ტექნიკური პრობლემის, მათ შორის - ძრავების გაუმართაობის გამო.

  • 5 დეკემბერი - 4 საავიაციო შემთხვევა

ავიაკომპანია "პობედას“ "ბოინგ-737“-ი მოსკოვიდან აფრენისთანავე, მალევე, შერემეტიევოს აეროპორტში დაბრუნდა, თვითმფრინავის ჰიდროსისტემაში გამოვლენილი ტექნიკური პრობლემების გამო.

"პობედას“ კიდევ ერთი "ბოინგი-737“-ი სათადარიგო აეროდრომზე დაეშვა, მეტეოხელსაწყოების მთლიანად მწყობრიდან გამოსვლის გამო.

6 დეკემბერი - 6 საავიაციო შემთხვევა გააგრძელეთ კითხვა