ავტორი:

ქეთა თოფურიამ საახალწლო კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა - რა განმარტების გაკეთება მოუწია ქართული წარმოშობის მომღერალს რუსულ მედიასთან?

ქეთა თოფურიამ საახალწლო კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა - რა განმარტების გაკეთება მოუწია ქართული წარმოშობის მომღერალს რუსულ მედიასთან?

ჯგუფ "A-Studio"-ს სოლისტმა ქეთი თოფურიამ რუსულ არხ MUZ-TV-ს საახალწლო შოუში გამოსვლაზე უარი უთხრა. არადა, ეს რუსი ვარსკვლავებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ღონისძიებაა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა და უამრავი ადამიანი უყურებს. მას რუსულ მედიასთან განმარტების გაკეთება მოუწია. როგორც ირკვევა, ქეთამ უარი თქვა საახალწლო გამოსვლაზე, რადგან სურს დღესასწაული შვილებთან ერთად გაატაროს.

"ახალ წელს არ ვმუშაობ და ამის მიღწევას უკვე მრავალი წელია ვცდილობ. მგონია, რომ ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია. სიმართლე გითხრათ, აქამდე მეზიზღებოდა ახალი წელი. ახლა, როცა შვილები მყავს და მათ ვუყურებ, ვხვდები, რომ აღმერთებენ. მოუთმენლად ელოდებიან ახალ წელს და წარმოიდგინეთ, ამ დროს დედა სადმე კონცერტზე გამოსასვლელად უნდა წავიდეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის მათთვის სახალისო. როდესაც მივხვდი, რომ ბავშვებისთვის ეს რაღაც სასწაულია, დღესასწაულია, გადავწყვიტე ამ ყველაფრისთვის ხელი შემეწყო“, - ამბობს ქეთა.

მომღერალმა გაიხსენა ერთი შემთხვევა, თუ როგორ აღელდა ერთხელ მისი ქალიშვილი ოლივია დღესასწაულის წინა დღეს, როდესაც გაიგო, რომ დედა კონცერტზე გამოსასვლელად სახლიდან მიდიოდა.

"ის ძალიან ნაწყენი იყო ჩემზე“, - გაიხსენა A-Studio-ს სოლისტმა.

წაიკითხეთ ასევე: