ავტორი:

მიანმარმა ავღანეთს გადაუსწრო და მსოფლიოში ოპიუმის ნომერ პირველი მწარმოებელი გახდა

მიანმარმა ავღანეთს გადაუსწრო და მსოფლიოში ოპიუმის ნომერ პირველი მწარმოებელი გახდა

მიანმარმა ავღანეთს გადაუსწრო და მსოფლიოში ოპიუმის ნომერ პირველი მწარმოებელი გახდა, ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს. გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ბოლო მონაცემების მიხედვით, მიანმარმა წელს დაახლოებით 1080 ტონა ოპიუმი აწარმოა, რაც ავღანეთის მონაცემებს სამჯერ აღემატება.

მას შემდეგ, რაც თალიბანმა გასული წლის აპრილში ყაყაჩოს მოყვანა აკრძალა, ავღანეთში ოპიუმის წარმოება დაახლოებით 95%-ით შემცირდა. რაც შეეხება მიანმარს, რესპუბლიკაში "ოპიატების ეკონომიკის" მთლიანი სავარაუდო ღირებულება $2.4 მილიარდამდე გაიზარდა.

2021 წელს, მიანმარის რესპუბლიკის სათავეში სამხედროების მოსვლის შემდეგ, კონფლიქტმა და არასტაბილურმა მდგომარეობამ ეკონომიკაზე დამანგრეველი გავლენა იქონია. ამან ფერმერები იძულებული გახადა, რომ ყაყაჩოს მოყვანა დაეწყოთ.

ანალიტიკოსების თქმით, სამხედროები, რომლებმაც მიანმარის მთავრობა ჩამოაგდეს და ძალაუფლება ხელში აიღეს, არ გეგმავენ მრავალმილიარდიანი ვაჭრობის დასრულებას. ამ წლის დასაწყისში რესპუბლიკის ნარკომანიის კონტროლის ცენტრალური კომიტეტის ხემძღვანელმა ისიც კი აღიარა, რომ მათი მხრიდან ნარკოტიკებით ვაჭრობის ჩახშობის მცდელობებს, ბიზნესზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.

  • ცნობისთვის:

მიანმარის რესპუბლიკა (აგრეთვე ბირმის კავშირი) - ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება ბანგლადეში და ინდოეთი, ჩრდილოეთიდან - ჩინეთი, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – ლაოსი და ტაილანდი, ხოლო სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან - ანდამანის ზღვა და ბენგალის ყურე. მიანმარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უდიდესი ქვეყანაა. მისი ფარობი 676,678 კმ²-ია. 2017 წლის მონაცემებით, მიანმარის მცხოვრებთა რიცხვი დაახლოებით 54 მილიონია.

ქვეყნის დედაქალაქია ნაიფიიდო, ხოლო უდიდესი ქალაქია – იანგონი.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა