ავტორი:

"გამოუვალი მდგომარეობა, რომ არ გვქონდეს, არ შეგაწუხებდით" - 29 წლის თამარ გოგეშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

"გამოუვალი მდგომარეობა, რომ არ გვქონდეს, არ შეგაწუხებდით" - 29 წლის თამარ გოგეშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

29 წლის თამარ გოგეშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ახალგაზრდა ქალი წლებია ძვლის სიმსივნეს ებრძვის. ამჟამად კიდევ ერთი ოპერაცია ესაჭიროება, ოჯახმა კი მკურნალობისთვის საჭირო ყველა რესურსი ამოწურა.

"ნეტავ შემეძლოს ჩემი ემოციების და მდგომარეობის გადმოცემა, როგორ მინდა, ეს მოვიტანო თქვენამდე. მგონია, რომ მესიზმრება ჩემი დის მდგომარეობა და თქვენგან მიღებული ბედნიერებაც. შეგროვდა 7300$, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამხელაა ხალხის ძალა! ბევრს მადლობაც ვერ გითხარით და იცოდეთ მთელი ცხოვრება ვილოცებ თქვენთვის... ისევ გთხოვთ გააზიაროთ ჩემი პოსტი, წინ კიდევ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი და გამოუვალი მდგომარეობა, რომ არ გვქონდეს, ამდენჯერ არ შეგაწუხებდით. ძალიან მიყვარხართ და ძალიან დიდი მადლობა ყველას", - წერს თამარ გოგეშვილის და.

მკურნალობისთვის სულ საჭიროა 35 000 დოლარი. ჩვენმა მკითხველმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, დარწმუნებული ვართ, ამჯერადაც არ დარჩებით გულგრილი და თამარს დაეხმარებით.

  • ანგარიშის ნომრები:

GE44TB7775645061100014

GE69BG0000000101651300