ავტორი:

"მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ, "კვარას" გაუფრთხილდით" - ლორენცო ინსინიემ ხვიჩაზე ისაუბრა და "ნაპოლის" ქომაგებს მიმართა

"მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ, "კვარას" გაუფრთხილდით" - ლორენცო ინსინიემ ხვიჩაზე ისაუბრა და "ნაპოლის" ქომაგებს მიმართა

"ნაპოლის" ყოფილმა შემტევმა ლორენცო ინსინიემ CONI Campania-სთან ინტერვიუში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ლორენცოს თქმით, ხვიჩას ახლა რთული პერიოდი აქვს და გულშემატკივრები უნდა გაუფრთხილდნენ.

"მის მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ. "კვარას" გულშემატკივრებმა მხარი უნდა დაუჭირონ და ქართველმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, რადგან ხვიჩა "ნაპოლის" ლიდერია. როდესაც მნიშვნელოვან მატჩში გოლის გატანას ვერ ვახერხებდი და ვმარცხდებოდით, ჩემთვისაც ურთულესი გადასატანი იყო.

გასულ სეზონში ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელებმა მთელი ნეაპოლისთვის წარმოუდგენელი რამ გააკეთეს", - განაცხადა ინსინიემ.

შეგახსენებთ, ლორენცო ამჟამად MLS-ში ასპარეზობს და "ტორონტოს" ღირსებას იცავს.

წაიკითხეთ ასევე: