ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ რადიოსადგური France Bleu პროკურორზე დაყრდნობით იტყობინება.
რადიოსადგურის ცნობით, დაკავება ქალაქ პაუში მას შემდეგ მოხდა, რაც ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მივიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება დაშავებული ქალის გასულ ზაფხულს დაწერილი განცხადების საფუძველზე დაიწყო. მისი თქმით, მწერალთან ორჯერ ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა: პირველად თანხმობით, მეორედ მწერალმა ის სასტუმროში გააუპატიურა.
58 წლის ფრედერიკ ბეგბედერი ავტორია რომანების "99 ფრანკი", "სიყვარული ცხოვრობს სამი წელი" და სხვა. ის უძღვებოდა სატელევიზიო გადაცემებს ლიტერატურის შესახებ და მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული ჯილდო.