ავტორი:

კვარაცხელიას "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია - ნეაპოლელებმა "ბრაგა" საკმაოდ იოლად დაამარცხეს

კვარაცხელიას "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია - ნეაპოლელებმა "ბრაგა" საკმაოდ იოლად დაამარცხეს

კვარაცხელიას "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ“ პორტუგალიურ კლუბ "ბრაგას“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.

ნეაპოლური გუნდი შემდეგი სასტარტო შემადგენლობით გავიდა მოედანზე:

  • მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ნატანი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი

"ბრაგამ" თამაში აქტიურად დაიწყო. "ნაპოლის" კართან პირველივე წუთებში შეიქმნა სახიფათო მომენტი, თუმცა პორტუგალიელებმა "ნაპოლის" ვერ გაუტანეს, მაგრამ გაიტანეს საკუთარ კარში. გოლი მე-9 წუთზე გავიდა, მას მერე რაც მარჯვენა ფლანგიდან დი ლორენცოსა და პოლიტანოს აქტიურობის შემდეგ ბურთი "ბრაგას" მცველმა მეტად უხერხულად მოიგერია, მეკარემ მისი აღება სცადა, თუმცა ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა.

ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებით ტაიმის მეორე ნახევარში აქტიურობდა, 22-ე წუთზე ულამაზესი დრიბლინგით შევიდა მოწინააღმდეგის საჯარიმოში, თუმცა დარტყმა ვეღარ მოახერხა, რადგან მეკარემ ფეხიდან ააცალა ბურთი.

33-ე წუთზე კი "ნაპოლიმ" მეორე გოლის გატანა შეძლო - კვარაცხელიას ლამაზი პასის შემდეგ, ნათანი შევიდა საჯარიმოში და ბურთი გადააწოდა ოსიმენს, რომელიც ლამის ბურთიანად შევიდა "ბრაგას" კარში. პირველი ტაიმი ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მე-2 ტაიმი "ნაპოლის" აქტიურობით დაიწყო და მთელი ტაიმიც მისი უპირატესობით წარიმართა. 71-ე წუთზე "კვარა" ლამაზი დრიბლინგის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ პორტუგალიელთა გოლკიპერმა მისი დარტყმულის მოგერიება შეძლო. 82-ე წუთზე ხვიჩას წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშეს, რის გამოც მეტოქე ფეხბურთელმა მენდესმა ყვითელი ბარათი მიიღო. ბოლო წუთებში "ბრაგა" ბევრს უტევდა, თუმცა მე-2 ტაიმში გოლი აღარ გასულა.

"ნაპოლიმ" ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და პირველ ადგილოსან "რეალთან" ერთად მერვედფინალშია.