ავტორი:

"ეს მიუღებელი და სამარცხვინოა, არ შეიძლება კვლავ განმეორდეს" - პოლონეთის სეიმში დეპუტატმა ხანუქას სანთლები ცეცხლმაქრით ჩააქრო (ვიდეო)

"ეს მიუღებელი და სამარცხვინოა, არ შეიძლება კვლავ განმეორდეს" - პოლონეთის სეიმში დეპუტატმა ხანუქას სანთლები ცეცხლმაქრით ჩააქრო (ვიდეო)

ულტრამემარჯვენე პოლონელმა დეპუტატმა, პოლონეთის სეიმში ხანუქას სანთლები ცეცხლმაქრით ჩააქრო, რამაც ხელი შეუშალა ქვეყნის ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს (საუბარია დონალდ ტუსკსა და მის მთავრობაზე).

გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ აქრობს სანთლებს გჟეგოჟ ბრაუნი, რომელიც თავისი რადიკალური განწყობებითაა ცნობილი. მისი ქმედების შედეგად გამოწვეული ბოლი მთელ ტერიტორიას მოედო.

<blockquote class="twitter-tweet" data-media-max-width="560"><p lang="en" dir="ltr">JUST IN: Hanukkah candles at Poland&#39;s parliament extinguished by far-right MP Grzegorz Braun <a href="https://t.co/3a5SiPjD0L">pic.twitter.com/3a5SiPjD0L</a></p>&mdash; BNO News (@BNONews) <a href="https://twitter.com/BNONews/status/1734609008810738011?ref_src=twsrc%5Etfw">December 12, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

პოლონეთის სეიმმა ბრაუნს მთელი დღის განმავლობაში შეუჩერა საქმიანობის უფლება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მომხდარს "სამარცხვინო" უწოდა.

"ეს მიუღებელია, არ შეიძლება ასეთი რამ კვლავ განმეორდეს, აღნიშნა ტუსკმა. რაბინი შოლომ სტამბლერი, რომელიც 17 წელია პოლონეთის სეიმში სანთლებს ანთებს ხოლმე თქვა, რომ "ბრაუნი ანტისემიტია, რომელსაც ყურადღების მიპყრობა სურდა".

"უამრავმა ადამიანმა დამირეკა, პოლონელმა დეპუტატებმა, პოლონელმა ხალხმა, ისინი სოლიდარობას მიცხადებენ და მომხდარის გამო ბოდიშს იხდიან“, - ამბობს რაბინი.

გჟეგოჟ ბრაუნმა რეპლიკას იმის შესახებ, რომ მისი ქმედება სამარცხვინოა, ასე უპასუხა - "უნდა შერცხვეთ მათ, ვინც მონაწილეობს სატანისტური თაყვანისცემის აქტებში“.

ბრაუნის ქმედება დაგმო პოლონეთის სეიმის სპიკერმა:

"არავითარი შემწყნარებლობა არ იქნება რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმის მიმართ, სანამ მე სეიმის თავმჯდომარე ვიქნები“, - აღნიშნა შიმონ ჰოლოვნიამ ჟურნალისტებთან.