ავტორი:

პოლონეთი ინტერპოლით ეძებს 41 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს - მედიის ცნობით, ის საქართველოს მოქალაქეა და საქართველოში იმყოფება

პოლონეთი ინტერპოლით ეძებს 41 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს - მედიის ცნობით, ის საქართველოს მოქალაქეა და საქართველოში იმყოფება

პოლონეთის პროკურატურის ინფორმაციით 41 წლის ქალის მკვლელობის საქმეში სავარაუდო დამნაშავეზე, რომელიც საქართველოს მოქალაქე, 35 წლის მამაკაცია, ძებნა ინტერპოლით გამოცხადდა და მის დასაკავებლად საერთაშორისო პროცედურები ტარდება.

პროკურატურა აცხადებს, რომ უკვე იციან, სავარაუდო დამნაშავის ადგილსამყოფელი. მათი ინფორმაციით, ის საქართველოშია.

ცნობისთვის, პოლონეთში, ვარშავაში, ერთ-ერთ სახლში, 21 ნოემბერს ქალის ცხედარი იპოვეს, რომელსაც ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული.

როგორც ადგილობრივი მედია წერდა, ცხედარი ორმა ადამიანმა იპოვა, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

როგორც ჩვენებაში ამბობენ, ოთახში შესვლისას დაინახეს, რომ ქალი იატაკზე იყო, ასევე დაინახეს ნიღბიანი მამაკაცი, რომელსაც ხელში დანა ჰქონდა. კაცმა მათ უთხრა, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ და გაიქცა.