თელავის რაიონულმა სასამართლომ ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებული 26 წლის ბიჭი გაამართლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ საქმის მიმდინარეობისას, დაზარალებულად ცნობილი ქალი გარდაიცვალა, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოძიებისათვის მიცემული მისი ჩვენება გამოქვეყნდა.
გამართლებული პირის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ, მტკიცებულებები არ არსებობდა.
"გადაწყვეტილება სამართლიანი და სწორია, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები საკმარისი არ იყო. დაზარალებული გარდაიცვალა, მაგრამ სხდომაზე მისი ჩვენება გამოქვეყნდა", - თქვა ადვოკატმა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბებიის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა 25 აპრილს შუფარდა .
თელავის მუნიციპალიტეტში 26 წლის ბიჭის მიერ 77 წლის ბებიის გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახმაურდა, რაც ბიჭის მამამ განაცხადა, რო ძალადობის თვითმხილველი იყო და პოლიციას შეატყობინა.