ავტორი:

როგორ გამოიყურება "ბენიფერის" გრანდიოზული საახალწლო ნაძვის ხე - ჯეილომ გამომწერები საკუთარ 60-მილიონიან სასახლეში "შეახედა"

როგორ გამოიყურება "ბენიფერის" გრანდიოზული საახალწლო ნაძვის ხე - ჯეილომ გამომწერები საკუთარ 60-მილიონიან სასახლეში "შეახედა"

წინასაახალწლო პერიოდში, საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესის საგანია, თუ როგორი ნაძვის ხე და საახალწლო მორთულობა აქვს ამა თუ იმ ცნობილ სახეს.

ჰოლივუდის ვარსკვლავმა, მსახიობმა და მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა საკუთარ თაყვანისმცემლებს ეს ინტერესი მარტივად დაუკმაყოფილა და ისინი საკუთარ 60-მილიონიან სასახლეში "შეახედა".

ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა თავიანთი სახლი ფერადი დეკორაციებით უკვე მორთეს და მისი ჩვენება მომღერალმა საკუთარ თავზე აიღო. ჯეილომ "ინსტაგრამ" პოსტში ოქროსფერი ორნამენტებით მორთულ გრანდიოზულ ნაძვის ხესთან იპოზიორა.

ნაძვის ხის მსგავსად, 54 წლის ლოპესიც ბრწყინავს. მას ფოტოებზე თეთრი, გრძელი პეპლებიანი ქვედაბოლო აცვია, რომელსაც ღილებიანი ბლუზა და ბრჭყვიალა ვერცხლისფერი ფეხსაცმელი შეუხამა.

ინფორმაციისთვის, ჯენიფერის ახალი სინგლი, რომელზეც მომღერალი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, 2024 წლის 10 იანვარს გამოდის.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

ასევე იხილეთ: