ავტორი:

ვის განიხილავს ნიკა მელია პოლიტიკურ პარტნიორებად - რას აცხადებს პოლიტიკოსი

ვის განიხილავს ნიკა მელია პოლიტიკურ პარტნიორებად - რას აცხადებს პოლიტიკოსი

ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც ჩაერთვება პარტიულ პოლიტიკაში მისთვის მიუღებელი იქნება პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკოსებითა და პოლიტიკით ვაჭრობა, ოლიგარქი ივანიშვილი და მოოლიგარქო ტიპაჟი კეზერაშვილი, ყველა ასეთი ადამიანი ჩემს მიერ იქნება განხილული, როგორც პოტენციური პოსტ საარჩევნო პარტნიორი , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მელიას განმარტებით, მისი გეგმა ჩემი გეგმა გაცხადებულია, უახლოეს პერიოდში ექნებათ ყრილობა, რომელიც დააფუძნებს პოლიტიკურ პარტიას, რომელიც გადამწყვეტ, მნიშვნელოვან როლს აუცილებლად ითამაშებს უახლოეს არჩევნებზე.

"იქნება ტრადიციული პოლიტიკური პარტია, რომელიც ხან ოპოზიციაში იქნება, ხან ხელისუფლებაში და ა.შ. ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც ჩაერთვება პარტიულ პოლიტიკაში მისთვის მიუღებელი იქნება პოლიტიკური კორუფცია და ძვირფასი იქნება ევროპული ფასეულობები, მისთვის მიუღებელი იქნება პოლიტიკოსებითა და პოლიტიკით ვაჭრობა, ოლიგარქი ივანიშვილი და მოოლიგარქო ტიპაჟი კეზერაშვილი, ყველა ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, ჩემს მიერ იქნება განხილული, როგორც პოტენციური პოსტ საარჩევნო პარტნიორი. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეზი, ჩვენი დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და სტრატეგიული მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა შედგება ყველა იმ პრინციპებისადმი ერთგულ სუბიექტებთან, ადამიანებთან, რომელიც უკვე ჩამოვთვალე“ , - განაცხადა მელიამ

მან უპასუხა კითხვას, ხედავს, თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან თანხვედრას.

"მე უკვე ჩამოვთვალე და მკაფიოდ ვთქვი, პოსტ საარჩევნო ყველა იმ სუბიექტთან, პოლიტიკურ პარტიებს ვგულისხმობ, პოლიტიკოსთან ვისთვისაც მიუღებელია პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკოსებით და პოლიტიკით ვაჭრობა,ოლიგარქიული ძირგამომპალი სისტემა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული და ევროპული ფასეულობა, ვისთვისაც ცივილიზაცია დასავლეთიდან მოდის და არა, მაგალითად, კიშინიოვიდან, ყველა ასეთ ადამიანთან თანამშრომლობა პოსტ საარჩევნო იქნება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინებს, როგორც მელიამ აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ ქვეყანა სტატუსს მიიღებს.

"იმედი მაქვს,რომ კანდიდატის სტატუსს ჩვენ ყველა ერთად, ქვეყანა, სახელმწიფო მივიღებთ და ამით მნიშვნელოვან ნაბიჯს წინ გადავდგამთ ევროპული ოჯახისკენ. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ვერაფერია ჯერჯერობით იმ დიდ მიზნამდე მისასვლელ გზაზე,რომელსაც ჰქვია ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და სრულყოფილი წევრობა. ამის შემდეგ უნდა გახნას გაწევრიანების თაობაზე დისკუსია. მე უბრალოდ, წარმოუდგენლად მიმაჩნია ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება,რომელიც ასხივებს საპირისპიროს, ანტიდასავლურ დამოკიდებულებას იჩენს მთელ რიგ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ევროპულ და ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით და ასეთი ხელისუფლების პირობებში გქონდეს შესაძლებლობა გახდე ევროპული ოჯახის სრულყოფილი წევრი. ამიტომ, დემოკრატიული ოპოზიციური ძალების მიერ აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს ხელისუფლება, რომელიც ყასიდად საუბრობს, ჩემი შეფასებით, მხოლოდ და მხოლოდ, დემოკრატიულ, ევროპულ ფასეულობებზე. იმედი მაქვს, რომ ხვალ მიღებული იქნება სწორი გადაწყვეტილება. ვიცით, რომ ეს ძირითადად განპირობებულია გეოპოლიტიკური მოსაზრებებით და არ იმ 12 პუნქტის შესრულებით, რომელიც "ქართულ ოცნებას“ თითქმის ერთი წელიწადია შესასრულებლად უკვე აქვს“ , - განაცხადა ნიკა მელიამ.