ავტორი:

რუსებმა ოდესა დაბომბეს - არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები

რუსებმა ოდესა დაბომბეს - არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები

რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქი დაბომბეს, რასაც ნგრევა მოჰყვა - ადგილზე მაშველები მუშაობენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ავტომობილსა და კომუნალურ შენობაში ხანძარი გაჩნდა და მიმდებარედ მდებარე 11 შენობა დაზიანდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 11 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ოდესაზე თავდასხმა დრონების გამოყენებით განხორციელდა, ოლქში საჰაერო განგაში 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა.