ავტორი:

რუსეთმა კირილ ბუდანოვზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა კირილ ბუდანოვზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროს კირილ ბუდანოვზე ძებნაში გამოაცხადა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა მუხლით იძებნება ბუდანოვი.

„ძებნის გამოცხადების საფუძველი: იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით“, - აღნიშნულია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში.