ავტორი:

ფერარი, ბენტლი, კარტიეს სამკაულები, რენუარის და შაგალის ნახატები - როგორ ცხოვრობს ტომ კრუზის რუსი შეყვარებული, რომლის ყოფილ ქმარსაც კრემლი ეძებს

ფერარი, ბენტლი, კარტიეს სამკაულები, რენუარის და შაგალის ნახატები - როგორ ცხოვრობს ტომ კრუზის რუსი შეყვარებული, რომლის ყოფილ ქმარსაც კრემლი ეძებს

ბრიტანულმა ტაბლოიდებმა გუშინ ტომ კრუზის პირადი ცხოვრების შესახებ ახალი დეტალები გამოაქვეყნეს. მსახიობის რჩეული რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის რინატ ხაიროვის ქალიშვილი, ელსინაა. 2021 წელს ის რუს ბიზნესმენ დიმიტრი ცვეტკოვს დაშორებდა, რომელთან ერთადაც ფლობდა 27 მილიონდოლარიან სასახლეს სურეის ვენტვორტის სამკვიდროში, ასევე ლონდონში რამდენიმე სახლს. წყვილის მფლობელობაში გახლდათ ძვირადღირებული მანქანები Ferrari და Bentley, კარტიეს სამკაულების კოლექცია, რენუარის და მარკ შაგალის ნახატები, ასევე ბინები კვიპროსსა და დუბაიში, რომლებიც, The Sun-ის ცნობით, მილიონობით დოლარი ღირს.

მიმდინარე წლის აგვისტოში ელსინა ყოფილმა ქმარმა დაადანაშაულა ცნობილი დიზაინერების ჩანთების კოლექციის დამალვაში, რათა გაყრის შემდეგ ქონება არ გაყოფილიყო. სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ყოფილი წყვილი მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 150 ჩანთას ფლობდა. ქმართან განშორების შემდეგ, ხაიროვა ცდილობდა დაებლოკა ყოფილი ქმრის წვდომა ერთობლივ საბანკო ანგარიშებსა და საკრედიტო ბარათებზე. მან კვიპროსში არსებული ქონების ნაწილი დედის სახელზე გააფორმა, რაც მოსამართლის თქმით, იყო „აშკარა მცდელობა“, მოეხსნა აქტივები ქმრის კონტროლიდან.

წყვილი ერთობლივად უძვირფასეს კრისტალებს და Patek Phillipe საათებს, რომლებიც ინახებოდა ლონდონში Harrods-ის სეიფში. ჟურნალისტის თქმით, სეიფის ერთადერთი გასაღები დიმიტრის ჰქონდა, მაგრამ ელსინამ დაარწმუნა ბუტიკის თანამშრომლები, რომ გასაღები დაიკარგა და სთხოვა, კიდევ ერთი დაემზადებინათ. რის შემდეგაც მან სეიფი დააცარიელა. ელსინას თქმით, მისი ქმარი კრემლისგან ძებნილთა სიაშია.

ელსინას სოციალური მედიით თუ ვიმსჯელებთ, ორი შვილის დედას უყვარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა. ის ხშირად სტუმრობს პარიზს, ვენეციას, სენტ-ტროპეს, მონტე კარლოს, ყატარსა და კალიფორნიას.

ქორწინების დროს ელსინა არ მუშაობდა. ხაიროვა დღემდე ცხოვრობს 2400 კვ.მ სასახლეში. სახლს აქვს ათი საძინებელი, 15 აბაზანა, ორი ლიფტი, სათამაშო ოთახი, დახურული აუზი, სპა და მიწისქვეშა ავტოფარეხი ექვსი მანქანისთვის.

არც ისე დიდი ხნის წინ ელსინამ იყიდა ბინა ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ უბანში. თუმცა, გასულ წელს სახელწმიფომ დაადანაშაულა, რომ ქალმა არ გადაიხადა 300 000 დოლარის გადასახადი რეზიდენციაში შადრევნებისა და ბაღის განათებისთვის.

61 წლის კრუზი და 36 წლის ელსინა ერთად დააფიქსირეს უკრაინელი მოდელის ალენა ავრამენკოს წვეულებაზე ლონდონის მეიფერში და თვითმხილველების თქმით, მათი ურთიერთობა აშკარად რომანტიკული იყო.

წაიკითხეთ ასევე: