ავტორი:

როგორ უნდა განსაზღვროთ, ხარისხიანია თუ არა სარეცხი და საწმენდი საშუალება, რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ

როგორ უნდა განსაზღვროთ, ხარისხიანია თუ არა სარეცხი და საწმენდი საშუალება, რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ

სარეცხი და საწმენდი საშუალებები ჩვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილია. ისინი უზრუნველყოფენ სისუფთავეს და ყოველდღიურ დაცვას. თუმცა მათი შერჩევისას სისუფთავესთან ერთად სხვა რამდენიმე საკითხიც უნდა გავითვალისწინოთ. მათ შორის არის ეკოლოგიური სისუფთავე. ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი სარეცხი საშუალებების შერჩევაში კომპანია Grune Kraft-ის ბრენდ მენეჯერის თეონა კიკნაძის რჩევები დაგვეხმარება.

რას ნიშნავს ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი საშუალებები?

ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი საშუალებები რამდენიმე კრიტერიუმით განისაზღვრება. მათ შორისაა: უსაფრთხო ნედლეულის გამოყენება წარმოებაში, მაღალი ხარისხის ტექნოლოგიით დამზადება და რესურსდამზოგველობა.

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყოველდღიური გამოყენების სარეცხი და საწმენდი საშუალებები იყოს ეკოლოგიურად სუფთა?

ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი და საწმენდი საშუალებების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მავნე საყოფაცხოვრებო ქიმიის მოხმარება შეიძლება სერიოზული საფრთხის მომტანი აღმოჩნდეს.

ალერგიული რეაქციების, დერმატოლოგიური და ონკოლოგიური დაავადებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, ჩვევად ვაქციოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის გამოყენება.

როგორ უნდა მივხვდეთ, სარეცხი საშუალებები ეკოლოგიურად სუფთაა თუ არა? რა ნიშნები უნდა ჰქონდეს შეფუთვაზე?

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის ამოსაცნობად, პირველ რიგში, უნდა დავაკვირდეთ შეფუთვაზე დატანილ ნიშნებს. ასეთ პროდუქტებს მწარმოებლები სპეციალური სიმბოლოებით გამოსახავენ. მაგალითად, ასეთია “ECO LABEL”. ეს ნიშნავს, რომ პროდუქცია დამოწმებულია სამეცნიერო სტანდარტების შესაბამისად.

რომელ ქიმიურ ნივთიერებებს უნდა ვერიდოთ სარეცხ საშუალებებში?

სარეცხ საშუალებებში მინიმუმ 25 მავნე ნივთიერება შედის. მათგან განსაკუთრებით საშიშია ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ფოსფატები, ფორმალდეჰიდები, დიოქსანე 1.4. ისინი კანცეროგენურია და იწვევენ გულ-სისხლძარღვთა, დერმატოლოგიურ, სასუნთქი გზებისა და ონკოლოგიურ დაავადებებს.

უხარისხო სარეცხი საშუალებების გამოყენების დროს ზიანდება თუ არა ტანსაცმელი და სარეცხის მანქანა?

უხარისხო სარეცხი საშუალებების მოხმარებით, ხშირად არამარტო ადამიანის ჯანმრთელობა, არამედ ტექნიკაც ზიანდება. იმისათვის, რომ ჩვენმა ტექნიკამ პრობლემები არ შეგვიქმნას, სათანადოდ უნდა მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ. მოვლა კი უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა საშუალებების მოხმარებით გამოიხატება.

რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში ქიმიური ნივთიერებები აზიანებს სარეცხი მანქანის ნაწილებს და ჩნდება ნადები. უმჯობესია, გამოვიყენოთ თხევადი სარეცხი საშუალებები, რომლებიც კარგად იხსნება ცივ და ცხელ წყალში, არ ტოვებს ნადებს და არ აზიანებს ტექნიკას. თხევადი საშუალებები არც ტანსაცმელზე ტოვებს ლაქებს, გავლების შემდეგ მატერიის ბოჭკოში არ რჩება და არ იწვევს მის დაზიანებას.

მოგვიყევით თქვენი ბრენდის და პროდუქციის შესახებ. GRUNE KRAFT-ის ხარისხი რა კრიტერიუმებით დასტურდება?

FIT GMBH არის სარეცხი და საწმენდი საშუალებების მწარმოებელი გერმანული კომპანია 55 წლიანი გამოცდილებით. მისი ეკო ხაზის ბრენდია GRUNE KRAFT. პროდუქცია ფლობს საერთაშორისო ხარისხის დამადასტურებელ და ეკო სერტიფიკატებს. არცერთი პროდუქტი არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს; წარმოებულია მხოლოდ მცენარეული წარმოშობის ინგრედიენტებისგან; ყველა მათგანი ანტიალერგიულია და შეიცავს მხოლოდ და მხოლოდ დერმატოლოგიურად ტესტირებულ ფორმულებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ დამზადებულია განახლებადი ნედლეულის საფუძველზე, ვეგანურია და არ შეიცავს ცხოველურ ნივთიერებებს. შეფუთვა კი დამზადებულია 100% გადამუშავებული პლასტმასისგან.

GRUNE KRAFT-ის პროდუქციის რეალიზება ხდება მსოფლიო მასშტაბით. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე ყველა ქვეყანაში ხდება ერთი და იმავე ხარისხის პროდუქციის მიწოდება. ეს ნიშნავს, რომ პროდუქცია არის 100%-ით გერმანული ხარისხის. ანუ, მაგალითად, გერმანიაში, შვეიცარიაში, დანიასა და საქართველოში, ერთ ქარხანაში სტანდარტულად ნაწარმოები პროდუქცია იყიდება.

გრძელვადიან ჭრილში, რატომ არის მნიშვნელოვანი ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი საშუალებების გამოყენებას?

გრძელვადიან ჭრილში ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი და საწმენდი საშუალებების გამოყენება ძალზედ მნიშვნელოვანია არამარტო ადამიანის ჯანმრთელობისთვის, არამედ გარემოსთვისაც, რომელშიც ვცხოვრობთ. მათი გამოყენებით ვიცავთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, შინაურ ცხოველებს და თავიდან ვირიდებთ გარემოს დაბინძურებას. დროთა განმავლობაში უხარისხო სარეცხი და საწმენდი საშუალებები ადამიანის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს. ქიმიური ნაერთები რჩება ტანსაცმელსა და კანზე, საიდანაც ხვდება ორგანიზმში და იწვევს სერიოზულ გართულებებს. ეკო პროდუქტის გამოყენება ჯანმრთელი მომავლის საწინდარია. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ იმ ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალი, რომელიც საფრთხის შემცველია.

R