ავტორი:

ქალი, რომელსაც 4 მცირეწლოვანი შვილის სიკვდილი ბრალდებოდა, 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაამართლეს - როგორ დადგინდა სიმართლე: კეტლინ ფოლბიგის უმძიმესი ისტორია

ქალი, რომელსაც 4 მცირეწლოვანი შვილის სიკვდილი ბრალდებოდა, 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაამართლეს - როგორ დადგინდა სიმართლე: კეტლინ ფოლბიგის უმძიმესი ისტორია

თავისი ოთხი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული კეტლინ ფოლბიგი 20-წლიანი ბრძოლის შემდეგ გაამართლეს. ქალი, რომელიც ავსტრალიის ყველაზე საზარელ სერიულ მკვლელად შერაცხეს, სავარაუდოდ, ახალი სამხრეთ უელსის მთავრობისგან რეკორდულ კომპენსაციას მოითხოვს.

ფოლბიგმა გისოსებს მიღმა ორი ათწლეული გაატარა. ის 2003 წელს თავისი სამი შვილის დაგუდვის და მეოთხეს გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის გაასამართლეს, რის შემდეგაც ქალს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მისი შვილები, ქეილები, პატრიკი, სარა და ლორა 1989-დან 1999 წლამდე პერიოდში, 19 დღიდან 18 თვემდე ასაკში დაიხოცნენ. გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ ფოლბიგის ვაჟის, პატრიკის სიკვდილი, სავარაუდოდ, ნეიროგენეტიკური აშლილობით იყო გამოწვეული და გონივრული შესაძლებლობა არსებობდა, რომ სარას და ლორას სიკვდილიც გენეტიკური მუტაციით ყოფილიყო გამოწვეული, რომელიც მასა და ფოლბიგს ჰქონდათ.

პროცესზე სამმა მოსამართლემ განაცხადა, რომ 56 წლის კეტლინის ბრალეულობაში "გონივრული ეჭვი" არსებობდა. ფოლბიგმა სასამართლოს დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მას ყოველთვის უყვარდა და მომავალშიც ეყვარება შვილები: "ჩემი შვილები დღესაც ჩემთან ერთად არიან და სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება. სისტემაც და საზოგადოებაც კარგად უნდა დაფიქრდეს, სანამ მშობელს შვილებისთვის ზიანის მიყენებაში დაადანაშაულებენ",- განაცხადა კეტლინმა.

ფოლბიგის თქმით, ის განვითარებული მეცნიერების და გენეტიკის ანალიზის პასუხების მადლიერია: "სამართლებრივი პასუხები ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად 1999 წელსვე გვქონდა, მაგრამ ისინი დააიგნორეს და გაანულეს",- თქვა ფოლბიგმა.

კეტლინი ციხიდან ივნისში გაათავისუფლეს, მას შემდეგ რაც ის დამოუკიდებელი გამოძიების შემდეგ შეიწყალეს. გამოძიების ნაპოვნი ახალი სამეცნიერო მტკიცებულების საფუძველზე დგინდება, რომ კეტლინის შვილები, შესაძლოა, ბუნებრივი მიზეზებით ან გენეტიკური მუტაციით დაღუპულიყვნენ. ნოემბრის დასაწყისში გამოძიების კომისარმა საბოლოო მოხსენება გამოაქვეყნა, რომელშიც ის ამბობს, რომ სამი მცირეწლოვნის გარდაცვალების მიზეზი იდენტიფიცირებადი იყო და ფოლბიგის შვილებთან ურთიერთობა არ მიუთითებდა იმაზე, რომ დედას მათი მოკვლა შეეძლო.

კეტლინის ადვოკატმა, რანი რეგომ განაცხადა, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გადაუხადოს მის კლიენტს სათანადო კომპენსაცია. მისი ვარაუდით, ეს ყველაზე დიდი თანხა იქნება, რაც კი ავსტრალიის სახელმწიფოს კომპენსაციის სახით აქამდე გადაუხდია.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა