ავტორი:

"ამან გამოიწვია საბურთალოს პარალიზება... ის ჯაჭვურად გადაეცემა ერთი ქუჩიდან მეორეს. არავის არაფერს არ ვაბრალებ" - რას წერს ვიქტორ წილოსანი დედაქალქში გუშინ შექმნილ საცობზე

"ამან გამოიწვია საბურთალოს პარალიზება... ის ჯაჭვურად გადაეცემა ერთი ქუჩიდან მეორეს. არავის არაფერს არ ვაბრალებ" - რას წერს ვიქტორ წილოსანი დედაქალქში გუშინ შექმნილ საცობზე

გუშინ დედაქალაქში მასობრივი საცობები შეიქმნა. პარალიზებული იყი თითქმის მთელი საბურთალოს ტერიტორია. სოციალური ქსელის მომხარებლები ავრცელებდნენ საცობის ამსახველ ფოტოებს თუ ვიდეოებს თბილისის სხვადასხვა უბნებიდან.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი საცობის გამომწვევი მიზეზების თაობაზე სოციაურ ქსელში პოსტს აქეყნებს და წერს:

"არაერთხელ მითქვამს, გარდა იმისა რომ ქალაქში 650 000 ავტომობილი გადაადგილდება და ეს ტენდენცია, ჩემი აზრით. ამასთან, კატასტროფულად მზარდია, ხშირად ქალაქის პარალიზების მიზეზი მცირედი ავტოსაგზაო შემთხვევებია და ის ჯაჭვურად გადაეცემა ერთი ქუჩიდან მეორეს. რაც უფრო პიკურ პერიოდში ხდება ეს ავტოსაგზაო შემთხვევა, მით უფრო მტკივნეულია ეს ქალაქისთვის.

შევეცდები აღვწერო ორი კონკრეტული უბნის შემთხვევა.მაგალითად, დღეს 17:54 სთზე კოსტავა ჭოველიძის კვეთასთან იყო ავტო საგზაო შემთხვევა, რამაც შეაფერხა მოძრაობა მელიქიშვილზე, შესაბამისად ჭავჭავაძიდან (რამაც გამოიწვია ჭავჭავაძეზე ჩამომსვლელი ქუჩების პარალუზება და ავტომატურად შეაფერხა, ფალიაშვილი და აბაშიძე .რამაც ვაკის პარალიზება გამოიწვია) და ვარაზისხევიდან ნაკადი ვერ გავიდა მელიქიშვილზე, შესაბამისად, პეკინი გმირთა მოედნის გავლით ვერ ავიდა ვარაზისხევზე და აშ. რამაც გამოიწვია საბურთალოს პარალიზება. ამას დაემატა შუა გზაში ავარიულად გაჩერებული ავტომობილი ლაგუნაზე. შემდეგ დამატებით ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ისევ მელიქიშვილზე და ისევ ერთი ავარიულად მდგომი ავტომობილი ვახუშტის ხიდზე.

P.S. კეთილის მოსურნეებს ვთხოვ, ნუ შემოვარდებიან ფრაზებით თითქოს ეს არის საზოგადოებაზე გადაბრალების მცდელობა. არავის არაფერს არ ვაბრალებ! ე ს არის უბრალოდ ორი კონკრეტული უბნის პარალიზების მაგალითი, თითქოს უმტკივნეულო ავტოსაგზაო შემთხვევების გამო." - წერდა გუშინ წილოსანი.