გუშინ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი მიღება გამართა. ღონისძიება კამპანიის "ჩემი ხმა ევროპას“ დასკვნითი ნაწილი იყო და პრეზიდენტმა ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კამპანიის ფარგლებში შეგროვილი ხელმოწერები გადასცა.
პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, პოლიტიკოსები და ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ელჩები.
პრეზიდენტის განცხადებით, ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი, პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასწრებაზე უარი თქვეს "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა.
ნახეთ ფოტოები მიღებიდან:
























