ავტორი:

"დღევანდელი დღე მონუმენტური ეტაპია საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის - ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა" - პრეზიდენტი

"დღევანდელი დღე მონუმენტური ეტაპია საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის - ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა" - პრეზიდენტი

ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“დღევანდელი დღე მონუმენტური ეტაპია საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა.

საქართველოს ევროპულ ოჯახთან ხელახლა გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა!” - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ევროპულმა საბჭომ ამის თაობაზე გადაწყვეტილება დღეს მიიღო.