ავტორი:

მაყურებლის საყვარელი ეკრანული წყვილი რეალურად ერთმანეთს დღემდე ვერ იტანს - ჯულია რობერტსსა და ჰიუ გრანტს გადასაღებ მოედანზეც მუდმივად დაპირისპირება ჰქონდათ

მაყურებლის საყვარელი ეკრანული წყვილი რეალურად ერთმანეთს დღემდე ვერ იტანს - ჯულია რობერტსსა და ჰიუ გრანტს გადასაღებ მოედანზეც მუდმივად დაპირისპირება ჰქონდათ

ჰოლივუდის ვარსკვლავები - ჯულია რობერტსი და ჰიუ გრანტი რომანტიკულ კომედიაში "Notting Hill" შესრულებული როლების გამო მაყურებლის საყვარელ წყვილად გადაიქცნენ და დღემდე მათი ეკრანული გაერთიანება უამრავ ადამიანს უყვარს. ფილმმა საკმაოდ დიდი მოგება და პოპულარობა მოიპოვა, ჯულია რობერტსისა და ჰიუ გრანტის დუეტი კი კინოს ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა. ისინი ეკრანზე შესანიშნავად გამოიყურებოდნენ და ემოციურ მომენტებს ქმნიდნენ, თუმცა, როგორც მოგვიანებით მსახიობებმა ისაუბრეს, რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი საპირისპიროდ იყო...

ჰიუ გრანტმა და ჯულია რობერტსმა გადაღებების შემდეგ ურთიერთობა გაწყვიტეს და არც დღეს მეგობრობენ. მეტიც, როგორც ცნობილია, მსახიობები ერთმანეთს იმდენად ვერ უგებდნენ, რომ ჯულია რობერტსმა ფილმის დასრულებისთვის დამატებით 15 მილიონი დოლარი მოითხოვა.

ჰიუ გრანტი კი ხშირად ხუმრობდა იმაზე, რომ ჯულია რობერტსთან კოცნის სცენების გადაღებები არ სიამოვნებდა. გრანტი აღნიშნავს, რომ მეწყვილეს პირის ზომის გამო ეხუმრებოდა, რამაც ჯულიას განაწყენება გამოიწვია და თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. გააგრძელეთ კითხვა