ავტორი:

"პირველ არხზე" ჩემი გადაცემა აღარ გავა" - დათო გორგილაძე

"პირველ არხზე" ჩემი გადაცემა აღარ გავა" - დათო გორგილაძე

მომავალი წლიდან არხის ეთერში აღარ გავა "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე". ინფორმაცია დათო გორგილაძემ "რადიო თავისუფლებას" დაუდასტურა.

"გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის" ბოლო გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე 29 დეკემბერს გავა. გორგილაძის თქმით, მაუწყებლს თანამშრომლობის გაგრძელება არ შეუთავაზებია.

"მომდევნო წლიდან "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" საქართველოს პირველი არხის ეთერში აღარ გავა. ამას გიდასტურებთ. არხის ხელმძღვანელობისგან მოყვანილი მიზეზი ფინანსური რესტრუქტურიზაციაა. პირადი შეფასებებისგან, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ", - ამბობს გორგილაძე.

იხილეთ ასევე: