ავტორი:

რას წერს რუსული მედია პუტინის საარჩევნო გეგმებზე?

რას წერს რუსული მედია პუტინის საარჩევნო გეგმებზე?

ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია ნოვოსტი“ კრემლის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

პარტია „ერთიანი რუსეთის“ მაღალჩინოსანმა, ანდრეი ტურჩაკმა რუსულ გამოცემას განუცხადა, რომ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ მას პარტიის სრული მხარდაჭერა აქვს, კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის.

პარტია „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერის, სერგეი მირონოვის ცნობით, პუტინის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად, ხელმოწერების შეგროვება მალე დაიწყება.

შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი.