ავტორი:

ღაზაში ალ ჯაზირას ჟურნალისტი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?

ღაზაში ალ ჯაზირას ჟურნალისტი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?

პარასკევს, სამხრეთ ღაზაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ალ ჯაზირას ჟურნალისტი დაიღუპა - სამერ აბუდაკი ახალ ამბებს ხან იუნისის სკოლიდან აშუქებდა, როდესაც ისრაელმა შენობას დრონი ესროლა - ჟურნალისტი ადგილზე გარდაიცვალა.

სამერ აბუდაკი შემთხვევის ადგილას კოლეგასთან, ვაელ დაჰდუსთან ერთად იმყოფებოდა - იგი თავდასხმას გადაურჩა, თუმცა აფეთქების შედეგად მიყენებული ჭრილობების მკურნალობა დასჭირდა.

ჟურნალისტის გარდაცვალებას ალ ჯაზირა გამოეხმაურა და ისრაელს მომხდარზე "სრული პასუხისმგებლობა" დააკისრა. სამერ აბუდაკას მკვლელობით ღაზაში დაღუპულ ჟურნალისტთა და მედიის წარმომადგენელთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა.