ავტორი:

"ის დაბრუნდა, მშვიდი და თავისუფალი ჩანდა" - კვარაცხელიას გაბრწყინება "კალიართან", გადამწყვეტი გოლი და შეფასებები

"ის დაბრუნდა, მშვიდი და თავისუფალი ჩანდა" - კვარაცხელიას გაბრწყინება "კალიართან", გადამწყვეტი გოლი და შეფასებები

"ნაპოლიმ" სერია A-ში, მე-16 ტურში "კალიარის" უმასპინძლა და ანგარიშით - 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. გოლის გარდა "კვარა" კარგი თამაშითაც გამოირჩა.

პორტალმა Sofascore-მა "კვარას" თამაში 7.3 ქულით შეაფასა, Whoscored-მა 8.0 დაუწერა, ხოლო Flashscore-მა კი 8.1. მატჩის შემდეგ "კალიარის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემებზე და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, რთულია იმ გუნდის დამარცხება, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის მსგავსი ფეხბურთელები თამაშობენ.

"ნაპოლის" ვულოცავ, მათ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის სახით ნამდვილი ჩემპიონები ჰყავთ, ეს მოგება სწორედ მათი დამსახურებაა, მიზნის მისაღწევად სულ ცოტა დაგვაკლდა. ჩემი საქმე შესრულებული იქნება, თუ "კალიარი" სერია A-ში დარჩება", - განაცხადა რანიერიმ.

"კვარას" შესახებ ისაუბრა "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ.

"მნიშვნელოვანია, რომ კვარა და ოსიმენი მშვიდად იყვნენ. როცა მისნაირი ბიჭი ნაპოლიში ჩემპიონი ხდება, ყველაფერი იცვლება. მას სურს მეტი გააკეთოს, ყველას აჯობოს, ენერგიას კარგავს და შემდეგ აღარ არის ზუსტი. ბედნიერი ვარ, რადგან ოსიმენმა და კვარამ გოლები გაიტანეს", - აღნიშნა მან.

კვარაცხელიასა და ოსიმენის კარგმა თამაშმა არაერთი დადებითი გამოხმაურმა დაიმსახურა სოციალურ ქსელში. "ვიქტორმა და ხვიჩამ 2022-23 წლების სეზონში დაგვაბრუნეს", - წერს 433.

"დაბრუნდა! ოსიმენის გოლშიც მონაწილეობდა, შემდეგ გადამწყვეტი გოლი გაიტანა. დღეს მშვიდი და თავისუფალი ჩანდა", - წერს Calcionapoli1926 "კვარას" შესახებ.