ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, "ჰამასის“ წინააღმდეგ ომი ისრაელის გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს.
"ომი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე, საერთაშორისო ზეწოლისა და იმ აუტანელი საფასურის მიუხედავად, რომელსაც ომი ჩვენი დაღუპული შვილების სახით ჩვენგან მოითხოვს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელელი სამხედროების მიერ ღაზაში ოპერაციის გაგრძელება აუცილებელია მძევლების დასაბრუნებლად და ომის მოსაგებად.