ავტორი:

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში შეცდომით მოკლეს სამი ისრაელელი მძევალი - რას აცხადებს ქვეყნის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი?

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში შეცდომით მოკლეს სამი ისრაელელი მძევალი - რას აცხადებს ქვეყნის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი?

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ პასუხისმგებლობა აიღო სამი ისრაელელი მძევლის მკვლელობაზე, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში შეცდომით მოკლეს.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა მომხდარზე წინასწარი გამოძიება დაასრულა.

"ისრაელის თავდაცვის ძალები და მე, როგორც მისი მეთაური, პასუხისმგებელი ვართ მომხდარზე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს.

არაფერი იმაზე მეტად არ სურთ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებსა და მათ მეთაურებს, როგორც მძევლების გადარჩენა. ამ შემთხვევაში წარმატებას ვერ მივაღწიეთ“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

მისი თქმით, მძევლები პერანგის გარეშე იყვნენ, რათა ისრაელელ ჯარისკაცებს ეჭვი არ შეეტანათ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერები ჰქონდათ და ხელში თეთრი ქსოვილი ეჭირათ, მაგრამ „დაძაბულობამ ყოველივე ზემოთქმული დაძლია“.

შეგახსენებთ, პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ისრაელელმა ჯარისკაცებმა ღაზის სექტორში შეცდომის სამი ისრაელელი მძევალი მოკლეს.