პატარა ლაზარეს, რომელიც გურიაში პიტბულმა დაკბინა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება. ოჯახის განცხადებას Guria Tv ავრცელებს.
“მეგობრებო,ახლობლებო ,ნათესავებო,ნაცნობებო,უცნობებო სასწრაფოდ გვჭირდება თქვენი თანადგომა.წმინდა ბარბარე არ გაგვწირავს მჯერა და მაქ სასწაულის იმედი რომ დაგვეხმარებით.
ჩვენ პატარა ლაზარეს, რომელიც ძაღლმა დაგლიჯა და თავზე აქვს უმძიმესი ტრავმა ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია რომ გადარჩეს რისთვისაც ამ ეტაპზე 40 000 ლარია საჭირო
ოჯახს ვჭირდებით ჩვენი ადამიანური თანადგომით .სულ მცირედიც გადამწყვეტია ხვალინდელი დღისთვის მჯერა ძალა ერთობაშია და არ გაგვწირავს უფალი ერთი დღე გვაჩუქეთ თითოეულმა თქვენგანმა და ლაზარე კიდევ ბევრი წელი იცოცხლებს ჯანმრთელი და ბედნიერი .ვისაც რისი საშუალება გაქვთ დავეხმაროთ ოჯახს.
ეს დედის ანგარიშია GE97TB7357545061100080 მიმღები ლუიზა ხამათაშვილი” - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. შემთხვევის დროს, ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ.
ერთ-ერთი, 2 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის მ. იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ „პიტბულის“ ჯიშის ძაღლი თავდაპირველად თავს დაესხა უფროს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მეზობელთან ერთად ცდილობდა დაკბენილი ბავშვის მანქანაში ჩასმას და კლინიკაში გადაყვანას, ძაღლი მეორე, ორი წლის ბავშვს დაესხა და სერიოზული დაზიანებები მიაყენა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, „პიტბულის“ ჯიშის ძაღლი სოფელში რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს. მათივე თქმით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მთელ მუნიციპალიტეტში არის და შესაბამის სამსახურს მოუწოდებენ, აღნიშნული პრობლემა მოაგვარონ.