ავტორი:

ძლიერმა ქარმა დუშეთში საახალწლო ნაძვის ხე წააქცია

ძლიერმა ქარმა დუშეთში საახალწლო ნაძვის ხე წააქცია

ძლიერმა ქარმა დუშეთში საახალწლო ნაძვის ხე წააქცია. ინფორმაციას "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

დღეს ქარმა ნაძვის ხე წააქცია თბილისშიც, "მაკდონალდსთან" მდგარი საახალწლო ნაძვის ხე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 დეკემბრის დილიდან 18 დეკემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან ზონებში ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დედაქალაქის გარეუბნებში დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ქარის გაძლიერება 28 - 30 მ/წმ-დე.