ავტორი:

თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მშობიარობა სასწრაფო დახმარების მანქანაში მიიღო: "რამდენიმე წუთში ჯანმრთელი გოგონა დაიბადა..."

თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მშობიარობა სასწრაფო დახმარების მანქანაში მიიღო: "რამდენიმე წუთში ჯანმრთელი გოგონა დაიბადა..."

თბილისის მე-8 რაიონული სამსახურის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მშობიარობა სასწრაფო დახმარების მანქანაში მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქგვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" ავრცელებს.

"გამთენიისას, ახალგაზრდა ქალს მუცელი ატკივდა და ოჯახის წევრებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ადგილზე მისულმა 0831 ბრიგადის ექიმებმა პაციენტის გასინჯვის შემდეგ ორსულის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. ტრანსპორტირებისას პაციენტს მანქანაში მშობიარობა დაეწყო. მძღოლმა მანქანა შეაჩერა და ექიმები ახალ სიცოცხლესთან შესახვედრად მოემზადნენ. რამდენიმე წუთში ჯანმრთელი გოგონა დაიბადა. ნანა ექიმისთვის მანქანაში მშობიარობის მიღების მეორე, ხოლო ბრიგადის უმცროსი ექიმის მარიამ ობოლაძისთვის პირველი შემთხვევა იყო. ექიმი ნანა ნადირაძე ამბობს, რომ ძალიან ემოციური და პოზიტიურია, როდესაც სამყაროს ახალი სიცოცხლე ევლინება და ამაში მონაწილეობას იღებ", - ვკითხულობთ პოსტში.