ავტორი:

ვიქტორ ორბანმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ცხენი აჩუქა (ფოტოები)

ვიქტორ ორბანმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ცხენი აჩუქა (ფოტოები)

უნგრეთის პრემიერ -მინისტრ ვიქტორ ორბანსა და თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა.

თურქეთის პრეზიდენტი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უნგრეთში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავის აღსანიშნავად ჩავიდა და როგორც ანკარაში განაცხადეს, ვიზიტის მიზანს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში მხარეები მოლაპარაკებებს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ გამართავენ, რომელიც ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, თავდაცვისა და კულტურის საკითხებს მოიცავს. მოსალოდნელია რამდენიმე ხელშეკრულების გაფორმებაც.

ვიქტორ ორბანმა ერდოღანს ცხენი აჩუქა, ხოლო ერდოღანმა ელექტრომობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრების დღის წესრიგში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების საკითხიც დგას.