ავტორი:

დამანგრეველი მიწისძვრა ჩინეთში: დაღუპულები, დაშავებულები და დაკარგულები - ფოტოები სტიქიის ზონიდან

დამანგრეველი მიწისძვრა ჩინეთში: დაღუპულები, დაშავებულები და დაკარგულები - ფოტოები სტიქიის ზონიდან

ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, განსუს პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ ცოტა 118 ადამიანი დაიღუპა და 500-ზე მეტი დაშავდა. 20 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

ამის შესახებ "გარდიანი" ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა.

დაზიანდა ათასობით სახლი, ასევე საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა.

ეს არის ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა ჩინეთში 2010 წლის იუშუს მიწისძვრის შემდეგ. მაშინ მიწისძვრის სიმძლავრემ 6,9 მაგნიტუდა შეადგინა.

სტიქიის ზონაში კარვები, დასაკეცი საწოლები და საბნები იგზავნება, სამაშველო სამუშაოებში სამხედროებიც არიან ჩართულები.