ავტორი:

რომის პაპმა სასულიერო პირებს ერთნაირსქესიანი წყვილების დალოცვის ნება დართო

რომის პაპმა სასულიერო პირებს ერთნაირსქესიანი წყვილების დალოცვის ნება დართო

რომის პაპმა ფრანცისკემ მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების დალოცვის ნება დართო.

რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა თქვა, რომ გარკვეულ პირობებში, მღვდლებს უნდა მიეცეთ უფლება, დალოცონ ასეთი წყვილები. აღსანიშნავია, რომ ვატიკანმა პაპის განცხადება განმარტა და საზოგადოებას აცნობა, რომ ფრანცისკეს ნათქვამი არ გულისხმობს, რომ ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების კურთხევა მიეცემათ.

რომის პაპი ხაზგასმით ამბობს, რომ ის აღიარებს ქორწინებას მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის.

როგორც ვატიკანში აცხადებენ, პაპი ამ გადაწყვეტილებით ერთ რამეს მიანიშნებს, "ღმერთი მიესალმება ყველას“.

აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი, მღვდლებს აქვთ უფლებამოსილება, რომ თვითონ გადაწყვიტონ, დალოცავენ თუ არა ასეთ წყვილებს.

მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა