ავტორი:

საფრანგეთში ქართველი ქალი მეუღლის მკვლელობისთვის დააკავეს, წყვილის 5 შვილზე სოციალური სამსახური ზრუნავს

საფრანგეთში ქართველი ქალი მეუღლის მკვლელობისთვის დააკავეს, წყვილის 5 შვილზე სოციალური სამსახური ზრუნავს

საფრანგეთის ქალაქ ტულონში 28 წლის ქართველი ქალი, ლანა კ., 31 წლის მეუღლის მკვლელობისთვის დააკავეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მეზობლების განცხადებით, წყვილს შორის ჩხუბის ხმა გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს.

ადგილზე მისულ პოლიციასა და სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ და მისი რეანიმირება ვეღარ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს, სავარაუდოდ, დახრჩობის კვალი აღენიშნება.

წყვილის ხუთ შვილზე, რომლებიც მცირეწლოვნები არიან, ბავშვთა სოციალური სამსახური ზრუნავს. გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო. იგეგმება ეჭვმიტანილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება.