ავტორი:

"სამხედროებმა 450 000-500 000 ადამიანის მობილიზება შემომთავაზეს - ეს ძალიან სერიოზული რაოდენობაა" - ზელენსკი

"სამხედროებმა 450 000-500 000 ადამიანის მობილიზება შემომთავაზეს - ეს ძალიან სერიოზული რაოდენობაა" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უმაღლესმა სამხედრო მეთაურებმა დამატებით 450 000-500 000 ადამიანის მობილიზება შესთავაზეს. „მათ შემომთავაზეს დამატებით 450-500 ათასი ადამიანის მობილიზება. ეს ძალიან სერიოზული რაოდენობაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, გეგმის შესრულებამდე მას უფრო ღრმა დისკუსია და მეტი არგუმენტი სჭირდება. „იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, ხალხის საკითხია. მეორეც, ეს არის სამართლიანობის საკითხი. ეს არის თავდაცვისუნარიანობის და ფინანსების საკითხი. რაც შეეხება ხალხს, მე მჭირდება სპეციფიკა: რა ბედი ეწევა უკრაინის მილიონიან არმიას, რა ბედი ეწევათ იმ ბიჭებს, რომლებიც ორი წელია იცავენ ჩვენს სახელმწიფოს?“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ არის როტაციის საკითხები, მაშინ ეს უნდა იყოს ყოვლისმომცველი გეგმა. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ არ მოაწერს ხელს ქალთა მობილიზაციის შესახებ კანონს, თუ მას რადა მიიღებს.