ავტორი:

"ნადიას გადაწყვეტილება მისაღები არ იყო, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ქართველის ხიბლი ჩემს ყველა სიტყვას გადაწონიდა" - რას ამბობს მიხალკოვი ქალიშვილისა და რეზო გიგინეიშვილის დანგრეულ ოჯახზე

"ნადიას გადაწყვეტილება მისაღები არ იყო, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ქართველის ხიბლი ჩემს ყველა სიტყვას გადაწონიდა" - რას ამბობს მიხალკოვი ქალიშვილისა და რეზო გიგინეიშვილის დანგრეულ ოჯახზე

ცნობილი რუსი რეჟისორი, კრემლის მხარდამჭერი ნიკიტა მიხალკოვი გადაცემა Nadezhda Strelets-ის ახალი ეპიზოდის სტუმარი იყო. ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა პოლიტიკურ პოზიციაზე, კოლეგებთან კონფლიქტებსა და ქალიშვილის, ნადეჟდას ქართველ რეჟისორ რეზო გიგინეიშვილთან კრახით დასრულებულ ქორწინებაზე.

ნიკიტა მიხალკოვი:

"მე არ დავთანხმდი ბავშვების არჩევანს, მაგრამ მივხვდი, რომ თუ ჩავერეოდი, უფრო გაუარესდებოდა სიტუაცია. შედეგად, ამ არჩევანმა ისინი სასტიკად დასაჯა. ნადიაზე ვსაუბრობ. მე არ მითქვამს მისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღები არ იყო. მას თავიდან ეს არ ესმოდა, რადგან მივხვდი, რომ ქართველის ხიბლი ჩემს ყველა სიტყვას ნებისმიერ შემთხვევაში გადაწონიდა.

მაგრამ როდესაც დაშორება გადაწყვიტეს, ნადიას ვუთხარი: "გაუძლებ, ეს უნდა მიიყვანო ლოგიკურ დასასრულამდე. შენ უნდა გაიარო ეს ყველაფერი, ეს შენი გზაა. ამ პროცესიდან სხვა ადამიანი გამოხვალ".

რეზო გიგინეიშვილმა ნადეჟდაზე, პირველ ცოლთან სკანდალურად დაშორების შემდეგ იქორწინა. რეჟისორის პირველი ცოლი შოუ "ვარსკვლავების ფაბრიკის" მონაწილე ანასტასია კოჩეტკოვა გახდა. მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ახალგაზრდა მომღერალი 17 წლის იყო. ანასტასიას მშობლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამ ქორწინებას, რადგან გოგონას ოჯახური ცხოვრებისთვის ძალიან ახალგაზრდად მიიჩნევდნენ. წყვილი არაერთხელ დაშორდა ერთმანეთს, თუმცა ისევ რიგდებოდნენ. საბოლოოდ, ქორწინება მაინც დასრულდა. რეზოს პირველი ქორწინებიდან ერთი გოგონა ჰყავს.

მალე გიგინეიშვილის ცხოვრებაში ახალი ქალი გამოჩნდა. ნადეჟდა მიხალკოვა გადასაღებ მოედანზე გაიცნო. 4 წლის შემდეგ სიყვარულის ისტორია ქორწინებით გაგრძელდა. წყვილმა კახეთში, ბოდბის უძველეს მონასტერში დაიწერა ჯვარი. ქორწილი კი წინანდალში გადაიხადეს.

იმჟამად ამ ქორწინებაზე როგორც რუსული, ასევე ქართული მედია ბევრს წერდა, რადგან ქორწილს ქართული შოუბიზნესის ცნობილი სახეები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. ქორწილს დაესწრო იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

წყვილს ორი შვილი, ქალ-ვაჟი - ნინა და ივანე შეეძინათ. და-ძმა ერთსა და იმავე დღეს, 21 მაისს დაიბადა, 2011 და 2013 წლებში.

2016 წელს რუსულ მედიაში წერდნენ, რომ წყვილი განქორწინების ზღვარზე იყო. მაშინ რეჟისორმა ინტერვიუში ჭორები უარყო და განაცხადა, რომ დაშორებაზე არც კი ფიქრობდნენ. თუმცა, 2017 წლის სექტემბერში ნადეჟდამ ოფიციალურად შეიტანა განცხადება განქორწინებაზე.

წაიკითხეთ ასევე: