ავტორი:

2024 წლიდან SilkSport არხები ახალი კონტენტით განახლდება

2024 წლიდან SilkSport არხები ახალი კონტენტით განახლდება

სილქნეტი „სილქ“არხებზე სპორტულ და კინო კონტენტს განაახლებს. 2024 წლიდან მომხმარებლისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება პრემიუმ მატჩები, ქართველ სპორტსმენთა ასპარეზობები სხვადასხვა სახეობებში, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ხელბურთის ჩემპიონატები, აზიის, აფრიკის, ამერიკის ტოპ კონტინენტური სანაკრებო თამაშები. ამასთან, „სილქ“ არხებზე სხვადასხვა ჟანრის კინო-ფილმები იქნება შეთავაზებული.

სატელევიზიო კონტენტის განახლება შესაძლებელი გახდა სილქნეტისა და კომპანია „სპორტ ჯორჯიას“ პარტნიორობით, რომელიც უზრუნველყოფს SilkTV-ის არხების პოპულარიზაციას და სარეკლამო გაყიდვებს. მულტიფუნქციურ ცენტრ „რესპუბლიკაში“ ხელი მოეწერა მნიშვნელოვან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს : ქართული საბრძოლო ხელოვნების ეროვნულ ფედერაციასთან, გამა მუშტი-კრივისა და საქართველოს კიბერ სპორტის ფედერაციებთან. პარტნიორობა მოიცავს „სილქ სპორტ“ არხებზე, მათ მიერ ჩატარებული ეროვნული ჩემპიონატების ტრანსლირებას, რაც ხელს შეუწყობს ქართული სპორტის და სპორტსმენების პოპულარიზაციას.

სილქნეტმა მოწვეულ სტუმრებს გააცნო სიახლეები, 2024 წლის პირდაპირ ტრანსლაციებზე, ჩვენების ექსკლუზიურ უფლებებზე, ასევე იმ ახალ კონტრაქტებზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგის და „რაგბი14“ ჩვენებებს შეეხება:

  • ფეხბურთი - „სილქ უნივერსალი“, ჩემპიონთა ლიგის ახალი კონტრაქტით, პრემიუმ მატჩების ტრანსლირებას დაიწყებს; გაფორმდა 5 წლიანი ხელშეკრულება ესპანეთის ლა ლიგასთან. ეს იქნება ბარსელონასა და რეალის თამაშები, ექსკლუზიურად მხოლოდ SilkTV -ის მომხმარებლებისთვის. სიახლეა აზიის სანაკრებო ჩემპიონატის, ევროპის და სამხრეთ ამერიკის ყველა შესარჩევ თამაშის ტრანსლირება „სილქ“ არხებზე.
  • კალათბურთი - კომპანიამ გააგრძელა NBA-ს კონტრაქტი, რომლის ექსკლუზივს სილქ სპორტ არხებზე (SilkSport2) გადასცემს. 3 წლით გახანგრძლივდა ევროლიგის და ესპანეთის ლიგის ტრანსლირების ექსკლუზიური უფლებები.
  • რაგბი -სპორტ არხებს შეემატება „შვიდკაცა“ და ინგლისის ჩემპიონატი. ასევე, საფრანგეთის რაგბი ტოპ 14, სადაც ქართველი მორაგბეები ასპარეზობენ. იგეგმება რამოდენიმე სხვა ტურნირის უფლებების მოპოვებაც.
  • ხელბურთი - იანვრიდან საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს და მთელი საქართველო შეძლებს უქომაგოს გუნდს - „სილქ უნივერსალზე“. სპორტის გულშემატკივრებს დააინტერესებთ ასევე გერმანიის და ესპანეთის ჩემპიონატები, სადაც ქართველები თამაშობენ;
  • ძიუდო და ჭიდაობა - SilkSport არხებზე ამ სახეობების მსოფლიო ჩემპიონატების ტრანსლირება ექსკლუზიურად გაგრძელდება. ამავე არხებზე მაყურებელი იხილავს გამა მუშტი-კრივისა და საქართველოს კიბერ სპორტის ფედერაციების მიერ ჩატარებულ ჩემპიონატებს.
  • მოტოჯიპი - სიახლეა მომხმარებლებისთვის. მომავალი წლიდან პირდაპირ ტრანსლაციებს დაეთმობა“სილქ უნივერსალის“ ეთერი.

მნიშვნელოვანია, რომ სილქნეტი ყველაზე მეტ სიახლეს და მრავალფეროვან სპორტულ პროგრამას „სილქ უნივერსალზე“ შეთავაზებს მაყურებელს, SilkTV-ის გარდა, არხი ტრანსლირებს საკაბელო და ციფრულ ქსელში, რაც საშუალებას აძლევს უფრო ფართო აუდიტორიას უფასოდ ადევნოს თვალი: ტოპ ჩემპიონატებს, პრემიუმ მატჩებს, ქართველი სპორტსმენების გამოსვლებს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ტრანსლირებებს SilkGo-ს აპლიკაციითაც უყუროს.

R