ავტორი:

"სარეცხი და საწმენდი საშუალებით გამოწვეული ალერგია არის სერიოზული პრობლემა და მომართვიანობა ამ მიზეზით სულ უფრო იზრდება" - ალერგოლოგი ლალი ბუღაძე

"სარეცხი და საწმენდი საშუალებით გამოწვეული ალერგია არის სერიოზული პრობლემა და მომართვიანობა ამ მიზეზით სულ უფრო იზრდება" - ალერგოლოგი ლალი ბუღაძე

იცოდით, რომ სარეცხი და საწმენდი საშუალებები ხშირად ალერგიას იწვევენ? ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ალერგიული ანამნეზის მქონე ადამიანებისთვის. უხარისხო სარეცხ საშუალებებში შემავალი 25-მდე ნივთიერება იწვევს ალერგიის განვითარებას. შესაბამისად, ის ისეთივე რისკისშემცველი შეიძლება იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, როგორც სხვა ალერგენები.

მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ექიმი ალერგოლოგი ლალი ბუღაძე განმარტავს, რომ ალერგიის პარალელურად, უხარისხო საწმენდი და სარეცხი საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა პროვოცირება გაუკეთოს დერმატოლოგიურ და ონკოლოგიურ დაავადებებს.

რა ტიპის რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს უხარისხო სარეცხი და საწმენდი საშუალებების გამოყენებამ? რატომ ხდება ეს?

უხარისხო საწმენდი და სარეცხი საშუალებების გამოყენებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ პრობლემები ალერგიის სახით, ასევე შესაძლოა პროვოცირება გაუკეთონ დერმატოლოგიურ და ონკოლოგიურ დაავადებებს. უხარისხო სარეცხ საშუალებაში შემავალი ქიმიური დანამატები იმუნური სისტემის მიერ აღიქმება როგორც საფრთხისშემცველი, რის შედეგადაც იმუნური სისტემა მათ საწინააღმდეგოდ გამოიმუშავებს სხვადასხვა ჯგუფის ანტისხეულებს. შესაბამისად ვითარდება ისეთი რეაქციები, როგორიცაა: ალერგიულ-კონტაქტური დერმატიტი, მწვავე ჭინჭრის ციება, კვინკეს ანგიონევროზული შეშუპება, ხოლო იშვიათად შემთხვევაში ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც შეიძლება საშიში იყოს სიცოცხლისათვის.

სარეცხ საშუალებებზე ალერგია მხოლოდ იმ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ, ვისაც სხვა ტიპის ალერგიაც აწუხებს თუ ნებისმიერს?

ალერგია სარეცხ საშუალებებზე შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს მიუხედავად დატვირთული ალერგო ანამნეზისა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ალერგიულია, აუცილებელია საწმენდი და სარეცხი საშუალებები შეირჩეს ძალიან დიდი ყურადღებით.

სარეცხ და საწმენდ საშუალებებში შემავალი რომელი ნივთიერებები იწვევენ ალერგიულ რეაქციებს?

ყველაზე ხშირად ალერგიულ რეაქციებს იწვევენ სარეცხ და საწმენდ საშუალებებში შემავალი შემდეგი მავნე ნივთიერებები: ფორმალდეჰიდები, ფოსფატები, ნატრიუმის სულფატი და სხვა, ჯამში მათი რაოდენობა დაახლოებით 25-მდეა. გარდა ზემოხსენებული დაზიანებებისა, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ სასუნთქი გზების სერიოზული დაზიანება.

როგორ უნდა შევარჩიოთ სარეცხი საშუალებები, რომ ალერგია არ გამოიწვიოს?

პირველ რიგში, უნდა შევამოწმოთ სარეცხ და საწმენდ საშუალებებში მავნე ნივთიერებების არსებობა. ასევე, უნდა დავაკვირდეთ შეფუთვაზე დატანილ ნიშნებს - რამდენად დამოწმებულია სტანდარტების შესაბამისად და გავლილი აქვს თუ არა დერმატოლოგიური ტესტირება; აქვს თუ არა მითითებული ინფორმაცია პროდუქტის ალერგიულობის შესახებ. სასურველია პროდუქცია დამზადებული იყოს განახლებადი ნედლეულის საფუძველზე. ასევე, იყოს ვეგანური და არ შეიცავდეს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს. ერთ-ერთი სიმბოლო, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს გამოხატავს არის ECO LABEL. ასეთი სიმბოლოთი ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია GRUNE KRAFT-ის პროდუქცია. ის სარეცხი და საწმენდი საშუალებების მწარმოებელი, 55-წლიანი ისტორიის მქონე გერმანული კომპანიის FIT GMBH-ის ეკო ხაზია. ბრენდის არცერთი პროდუქტი შეიცავს მავნე ქიმიკატებს; წარმოებულია მხოლოდ მცენარეული წარმოშობის ინგრედიენტებისგან; ყველა მათგანი ანტიალერგიულია და შეიცავს მხოლოდ და მხოლოდ დერმატოლოგიურად ტესტირებულ ფორმულებს.

როგორ ხდება სარეცხი და საწმენდი საშუალებებით გამოწვეული ალერგიის მკურნალობა? რამდენად ხანგრძლივი პროცესია ეს?

სარეცხი და საწმენდი საშუალებებით გამოწვეული ალერგიის მკურნალობა დამოკიდებულია დაზიანების ხარისხსა და დაავადების მიმდინარეობაზე. იმ შემთხვევაში თუ ალერგიის კუპირება დროულად არ მოხდება, შესაძლოა მოხდეს დაავადების გაქრონიკულება და მკურნალობის პროცესი გაგრძელდეს კვირებისა და თვეების განმავლობაში.

როგორც ჩანს, დაავადება საკმაოდ მწვავეა. რამდენად ხშირია ამ პრობლემით მომართვიანობა?

სარეცხი და საწმენდი საშუალებით გამოწვეული ალერგია არის სერიოზული პრობლემა და მომართვიანობა ამ მიზეზით სულ უფრო იზრდება. აუცილებელია სწორად შევარჩიოთ ყოველდღიური სარეცხი და საწმენდი საშუალებები, რათა თავიდან ავირიდოთ მისგან გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები.

R