ავტორი:

"უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ვალდებული ვიქნებით იქ ჯარები გავგზავნოთ, ჩვენ ეს არ გვსურს - რაც შეეხება შვედეთს" - რას აცხადებს ორბანი

"უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ვალდებული ვიქნებით იქ ჯარები გავგზავნოთ, ჩვენ ეს არ გვსურს - რაც შეეხება შვედეთს" - რას აცხადებს ორბანი

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უნგრეთს იქ თავისი ჯარების გაგზავნას ავალდებულებს, რაც ჩვენ არ გვსურს , - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

"უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებული ვიქნებით იქ ჯარები მეორე დილითვე გავგზავნოთ. ჩვენ ეს არ გვსურს“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ორბანმა აღნიშნა, რომ ისეთ სახელმწიფოსთან ალიანსი, რომელიც ღია სამხედრო კონფლიქტშია ჩართული, უნგრეთის ინტერესებში არ შედის.

ორბანმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირების შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს უნგრეთის პარლამენტის გადასაწყვეტია.

"არ არსებობს უნგრეთ-თურქეთის შეთანხმება. ამას მხოლოდ უნგრეთის პარლამენტი გადაწყვეტს, როცა კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ამის დრო დადგა. მათ არ აქვთ დიდი სურვილი, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.