ავტორი:

"მიკვირს, რომ თვალების დათხრა არ მიუსაჯა გახარიამ სააკაშვილს - დაბადების დღეზე პატიმრობაში მყოფ ადამიანზე ასე ისაუბრო არც ქართულია და არც ჩვენს ტრადიციებშია" - ხაბეიშვილი

"მიკვირს, რომ თვალების დათხრა არ მიუსაჯა გახარიამ სააკაშვილს - დაბადების დღეზე პატიმრობაში მყოფ ადამიანზე ასე ისაუბრო არც ქართულია და არც ჩვენს ტრადიციებშია" - ხაბეიშვილი

მიკვირს, რომ თვალების დათხრა არ მიუსაჯა გახარიამ პრეზიდენტ სააკაშვილს, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარტია "საქართველოსთვის“ მიერ ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ მოწოდებას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანონ.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დაბადების დღეზე პატიმრობაში მყოფ ადამიანზე ასეთი საუბარი "არაქართული“ საქციელია.

"ჯერ ერთი, სამართლებრივად "ეფესბეს“ აგენტის, ფარცხალაძის შეთითხნილია ეს ბრალი, კლანის მოსამართლეების გასამართლებულია. მიკვირს, რომ თვალების დათხრა არ მიუსაჯა გახარიამ პრეზიდენტ სააკაშვილს. დაბადების დღეზე პატიმრობაში მყოფ ადამიანზე ასეთ რამ ისაუბრო არც ქართულია და არც სჩვენს ტრადიციებშია, ზოგადად სამართალს რომ თავი დავანებოთ.

დღეს ბორის ჯონსონმა მიულოცა დაბადების დღე, მის ღვაწლზე ისაუბრა, გახარია სხვა რამეს ითხოვს. გვესმის ხომ? პუტინი ითხოვს სააკაშვილის დასჯას, ხოლო ბორის ჯონსონი და ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ სააკაშვილს, როგორც რეფორმატორს ისე მოიხსენიებენ და მათ შორის მის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.