ავტორი:

"უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება დიდ ზიანს მოგვიტანს - საუბარია ქვეყანაზე, რომლის ტერიტორიაზეც რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან" - ორბანი

"უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება დიდ ზიანს მოგვიტანს - საუბარია ქვეყანაზე, რომლის ტერიტორიაზეც რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან" - ორბანი

ევროკავშირმა არ უნდა დაიწყოს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რადგან მის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს და იქ რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა HIRTV-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ეს გადაწყვეტილება (უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება) დიდ ზიანს მოგვიტანს. მზად არ ვართ. არ ვიცით ამჟამინდელი რიცხვითი მაჩვენებლები. საუბარია ქვეყანაზე, რომლის ტერიტორიაზეც რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან. მათაც მივიღებთ? რა ტერიტორიაზეა საუბარი, მოსახლეობის რა რაოდენობაზე“, - აღნიშნა ორბანმა.

მისივე თქმით, 14-15 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგი იყო, მაგრამ დანარჩენი 26 ქვეყნის ლიდერები ვერ დაარწმუნა.