ავტორი:

ავარია ხობში - გარდაიცვალა ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა

ავარია ხობში - გარდაიცვალა ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.