ავტორი:

"თავდასხმის შთაგონება შესაძლოა, რუსეთში მომხდარი ორი მასობრივი სროლა გამხდარიყო" - რა ნახა პოლიციამ 24 წლის დევიდ კოზაკის "ტელეგრამ" შეტყობინებებში?

"თავდასხმის შთაგონება შესაძლოა, რუსეთში მომხდარი ორი მასობრივი სროლა გამხდარიყო" - რა ნახა პოლიციამ 24 წლის დევიდ კოზაკის "ტელეგრამ" შეტყობინებებში?

ცნობილია პრაღაში, კარლის უნივერსიტეტზე თავდამსხმელის ვინაობა - ის 24 წლის დევიდ კოზაკია. შეიარაღებული პირი კარლის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

  • პრაღის პოლიციის უფროსის განცხადებით, კოზაკმა საკუთარი მამაც მოკლა, იგი ასევე ეჭვმიტანილია 15 დეკემბერს, 32 წლის მამაკაცისა და მისი ორი თვის ქალიშვილის მკვლელობის საქმეშიც.

მომხდარს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება.

"ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, სენსიტიურობითა და გულისხმიერებით მიუდგეთ გუშინ მომხდარ ტრაგედიას. ბევრმა ადამიანმა დაკარგა ახლობელი, მათი ტკივილისა და მწუხარების სიღრმე ძნელი წარმოსადგენია. გთხოვთ, თავი შეიკავოთ სწრაფი განსჯისგან და არ გაავრცელოთ გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

გუშინდელმა სასტიკმა თავდასხმამ მთელი ჩვენი საზოგადოება დააზარალა, მტკივნეულ და სევდიან პერიოდს გავდივართ, ჩვენი ფიქრები მათთანაა, ვისაც ეს ტრაგედია უშუალოდ შეეხო.

ამ სიტუაციას ერთად უნდა გავუმკლავდეთ. გთხოვთ, დარჩეთ ერთად ამ რთულ დროს. გმადლობთ გაგებისთვის“ - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუშანმაც. მისი თქმით, დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან.

ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლება ამ დრომდე იკვლევს პოტენციურ კავშირს კოზაკის მიერ Telegram-ზე გამოქვეყნებულ რუსულენოვან შეტყობინებებსა და ჩეხეთში მომხდარ თავდასხმას შორის.

პოლიციის ვარაუდით, თავდასხმის შთაგონება შესაძლოა, რუსეთში მომხდარი ორი მასობრივი სროლა გამხდარიყო:

”მე ძალიან შთაგონებული ვიყავი ალინათი... ძალიან”, - ნათქვამია კოზაკის შეტყობინებაში - "მან რა თქმა უნდა, ბევრის მოკვლა ვერ მოახერხა. ვეცდები გამოვასწორო.“

  • მეორე შემთხვევა 2021 წელს ყაზანში მოხდა - ილზნაზ გალიავიევმა 175-ე გიმნაზიაში ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შვიდი ბავშვი.

"ყოველთვის მინდოდა მოკვლა. მეგონა, რომ მომავალში მანიაკი ვიქნებოდი“, - ვკითხულობთ სხვა შეტყობინებაში - "ილნაზის ამბის შემდეგ, მივხვდი, რომ მასობრივი მკვლელობა უფრო მომგებიანია.“..წყარო

წაიკითხეთ ასევე: